ჩვენ ვიბრძვით მტერთან და ვიცით, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც - ზელენსკი

24.08.23 14:59
ჩვენ ვიბრძვით მტერთან და ვიცით, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც - ზელენსკი

ჩვენ ვიბრძვით მტერთან და ვიცით, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ოცდათორმეტწლიანი უწყვეტი დამოუკიდებლობა, რომელიც უკრაინას აქვს, გაგძელდება, რადგან, უკრაინელები მას ხელიდან არ გაუშვებენ.

ჩვენ გვაქვს ოცდათორმეტწლიანი უწყვეტი დამოუკიდებლობა, რომელიც გაგრძელდება და არ დაირღვევა და რომელსაც უკრაინელები ხელიდან არ გაუშვებენ. ჩვენ გვახსოვს რა გაიარეს უკრაინელებმა. ჩვენ ვხედავთ, რა ემუქრება მათ. ჩვენ ვიბრძვით მტერთან და ვიცით, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც. უკრაინელი ბავშვები უკრაინის მოედნებზე და ქუჩებში ისევე აღნიშნავენ დამოუკიდებლობას, ჩვენი შვილიშვილები აღნიშნავენ, მათი შვილიშვილები ასევე აღნიშნავენ ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებთან ერთად, უკრაინის იმ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც უკრაინა ყოველთვის თავად აირჩევს". - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.