ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - კობახიძე

24.08.23 15:42
ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას!“- წერს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.