უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთში პრიგოჟინის სიკვდილთან - ზელენსკი

24.08.23 16:46
უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთში პრიგოჟინის სიკვდილთან - ზელენსკი

"უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთში "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან", - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომლის ბორტზეც „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.

როდესაც უკრაინა ლაპარაკობდა და მიმართავდა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით, არამედ სულ სხვა რამ გვქონდა მხედველობაში და გვინდოდა მხარდაჭერა. თუმცა, ალბათ, ეს გარკვეულწილად დაეხმარება საკითხს. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ სიტუაციასთან, ეს უდავოა. ვფიქრობ, ყველას ესმის, ვინ არის ჩართული”, - განაცხადა ზელენსკიმ.