საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის - ცაგარეიშვილი

24.08.23 16:54
საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის - ცაგარეიშვილი

"საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის და ამ მთავრობის, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააკეთა.

გია ცაგარეიშვილის თქმით, უკრაინას დამოუკიდებლობის დღე საქართველოს სახელით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიულოცა და სწორედ ამიტომ არ თვლიან, მმართველ ძალაში სხვა ოფიციალური პირების ვიდეომიმართვების გავრცელებას საჭიროდ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის და ამ მთავრობის, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსი, მათ შორის თქვენიც. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ეს არის საქართველოს მთავრობის განცხადება - იქნება სხვა განცხადებებიც, დაელოდეთ,“ - ამბობს გია ცაგარეიშვილი.