ხელისუფლება ამ დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დგას რუსეთის მხარეს - ბუაძე
"არ არის გასაკვირი ის ძალიან ფორმალური და ძალიან ცივი მილოცვები, რომლებიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან," - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ხელისუფლების წევრების მხრიდან უკრაინისთვის დამოუკიდებლობის მილოცვას მხოლოდ წერილობითი ფორმით.
ბუაძისთვის ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომში მხარს ოკუპანტ ქვეყანას უჭერს.
ასევე ვნახეთ, რომ არავინ გამგზავრებულა უკრაინაში იმისთვის, რომ მიელოცათ დამოუკიდებლობის დღე, არ გვინახავს მაღალი დონის ვიზიტები მთელი ამ წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით პარლამენტის თავმჯდომარის ერთ ნაძალადევ ჩასვლას უკრაინაში და ეს არის საბოლოო ჯამში, იმის დადასტურება, რომ ეს ხელისუფლება ამ დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დგას რუსეთის მხარეს,“ - ამბობს საბა ბუაძე.