გახარიას პარტიის ტაქტიკა "ოცნების" მხარდამჭერების ხმებზე მუშაობაა - "ქართული ოცნების" დეპუტატი
„ქართული ოცნების“ წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე, თვლის, რომ გიორგი გახარიას მიზანი მმართველი პარტიის მხარდამჭერების ხმების გადაბირებაა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს, შესაბამისად, ყველა პარტია მათ ხმებზე ნადირობს.
გახარიას ტაქტიკა ამ არჩევნებზე იქნება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ხმებზე იმუშავოს და საერთოდ, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ტაქტიკაა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ხმებზე იმუშავოს იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ . ეს არის მილიონზე მეტი ადამიანი, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.