"ეს კბილებით უნდა გავაჩეროთ" - ნატა ფერაძე საკრებულოს სხდომას ესწრება

24.08.23 17:10
"ეს კბილებით უნდა გავაჩეროთ" - ნატა ფერაძე საკრებულოს სხდომას ესწრება

ნატა ფერაძე საკრებულოში მივიდა. სამოქალაქო აქტივისტს სურს, დღევანდელ სხდომას დაესწროს.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები დღეს შეეცდებიან არგუმენტირებულად აუხსნან ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ არ არის სწორი ქალაქის ქაოტური განაშენიანება, რადგან ეს თბილისისთვის დამღუპველი იქნება.

ეს უნდა გავაჩეროთ, კბილებით მაინც უნდა გავაჩეროთ იმიტომ, რომ ქალაქი კარგავს ავთენტურობას, ქალაქისთვის ეს არის წამგებიანი ყველანაირად, ეკონომიკურად, ტურისტულად. დღეს, როგორც ყოველთვის დავიწყებთ არგუმენტებით და კამათით და თუ არ გამოვიდა აქტივისტს ჩავრთავთ ისევ ძალაში რა თქმა უნდა", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე.

ყურადღების ცენტრშია თბილისის საკრებულო. ურბანული კომისიის სხდომა წუთებია რაც დაიწყო. დეპუტატები სადაო პროექტების განხილვას გეგმავენ.

ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. დაასაჩუქრებენ თუ არა მათ ერთგულების და შეწირული თანხის სანაცვლოდ?! დიდი ალბათობით დღევანდელი შეკრება ხმაურის ფონზე ჩაივლის.

მშენებლობის ნებართვა ირაკლი ღარიბაშვილის ნათლულის მამისთვის. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს.

ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. დიდი ალბათობით ამ პროექტს მწვანე შუქს პარასკევს საკრებულო აუნთებს, თუმცა როგორც ირკვევა, ნამორაძე აქ არ ჩერდება. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.