შოვში მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი იპოვეს

24.08.23 17:23
შოვში მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი იპოვეს

სტიქია შოვში - დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე 2 ადამიანს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ნაპოვნ ცხედრებს შორის ერთი მოზარდია.

ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიებები. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კმ მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. საორიენტაციოდ აღებული გვაქვს დაახლოებით 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახია დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები, დარჩენილია 2 ადამიანი, რომელთა ძებნასაც ვაგრძელებთ. ცხედრებს გადავასვენებთ ქუთაისის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით 2-3 ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი“, - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

დამეწყრილ ტერიტორიაზე ნაპოვნი 29 ცხედრიდან 28 იდენტიფიცირებულია. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

მერის ინფორმაციით, სტიქიიდან 22-ე დღეს სამძებრო არეალი ისევ გაიზარდა.