გეოლოგი ან სეისმოლოგი ვინმე ხართ კომისიაში? - თეა გოდოლაძე საკრებულოს სხდომაზე
"გეოლოგი ამ კომისიაში ვინმე ხართ? სეისმოლოგი ვინმე ხართ? - არა", - ამ სიტყვებით მიმართა სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ საკრებულოს სხდომაზე "ოცნების" დეპუტატებს.
ურბანული კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც თეა გოდოლაძე თბილისში ქაოტურ და საფრთხის შემცველ მშენებლობებზე საუბრობს.
არ შეიძლება მდინარის ჭალაში მშენებლობა, არ შეიძლება, ეს ჩემი აზრი არ არის. გეოლოგია ისწავლეთ, სანამ კომისიაშო დაჯდებით. აი, ამ არაპროფესიულ საზოგადოებას არ აქვს უფლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქს ისტორიას უკარგავს," - მიმართა გოდოლაძემ დეპუტატებს.
"ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. დაასაჩუქრებენ თუ არა მათ ერთგულების და შეწირული თანხის სანაცვლოდ?! დიდი ალბათობით დღევანდელი შეკრება ხმაურის ფონზე ჩაივლის.
მშენებლობის ნებართვა ირაკლი ღარიბაშვილის ნათლულის მამისთვის. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს.
ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. დიდი ალბათობით ამ პროექტს მწვანე შუქს პარასკევს საკრებულო აუნთებს, თუმცა როგორც ირკვევა, ნამორაძე აქ არ ჩერდება. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.