"ნიკას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის თავისუფლებისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც დამსახურებული" - არახამია

24.08.23 17:48
"ნიკას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის თავისუფლებისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც დამსახურებული" - არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯომარე დავით არახამია "მთავარი არხის" დამფუძნებლისთვის რადას ჯილდოს გადაცემას ეხმაურება და წერს, რომ ნიკა გვარამიას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც - დამსახურებული.

ვულოცავ ნიკა გვარამიას დამსახურებულ ჯილდოს! ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც რადას ერთადერთი ჯილდო - მედალი უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის - მიიღო. ჩვენ ძალიან იშვიათად და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვანიჭებთ ამ ჯილდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ნიკას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის მიმართ მისი დამოკიდებულება და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც - დამსახურებული. შემთხვევითი არც ისაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დააჯილდოვა.
წარმატებები ნიკას და გამარჯვება მის ბრძოლაში თავისუფლებისთვის!,- წერს არახამია.