დაე, იყოს თქვენი ბრძოლა გამარჯვებისკენ, განვითარებისკენ, მშვიდობისკენ! - კალაძის მილოცვა უკრაინელებს
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს თბილისის მერი კახა კალაძე ულოცავს. კალაძე მილოცვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჩვენს მეგობარ უკრაინას, გმირ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დაე, იყოს თქვენი ბრძოლა გამარჯვებისკენ, განვითარებისკენ, მშვიდობისკენ!!! ტერიტორიულ მთლიანობას და კეთილდღეობას ვუსურვებ უკრაინას!“, - წერს კახა კალაძე.