მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა სააკაშვილამდე - სოფო ჯაფარიძემ "გამარჯვების კამპანია" დაიწყო
"ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის სახელით ბათუმში, მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა მიხეილ სააკაშვილამდე", - ეს განცახდება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
დღეიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ამ კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი მხარდამჭერებს შეხვდება და მათ გზავნილებს „ვივამედში“ მიიტანს.
ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის სახელით, ჩამოვედი რომ შევხდე ბათუმის მოქალაქეებს, მოვისმინო მათი პოზიცია თუ როგორ ხედავენ, რა პრობლემები აქვთ, როგორ ამ რთული გზის დასაწყისს, რადგან ძალიან მძიმე პროცესებში შევდივართ, ძალიან რთული პროცესები იწყება, რადგან ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ უნდა დავიცვათ გარუსებისგან ჩვენი ქვეყანა. მე მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა მიხეილ სააკაშვილამდე“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.