სამი ქვეყანა მზადაა უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს - ზელენსკი
"სამი ქვეყანა არის მზად უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტერესთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ვინაიდან F-16 თვითმფრინავები ამერიკული ტექნოლოგიაა. ზელენსკიმ თვითმფრინავების რაოდენობაზეც გააკეთა კომენტარი.
სამი ქვეყანა არის, რომლებიც დათანხმდნენ წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16-ები გადასცენ - დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია. ძალიან მადლობელი ვართ ამ ქვეყნების,” - განაცხადა ზელენსკიმ.