პუტინის შურისძიება? - რა მოხდა პრიგოჟინის თვითმფრინავზე

24.08.23 20:01
პუტინის შურისძიება? - რა მოხდა პრიგოჟინის თვითმფრინავზე

 

მეამბოხის აღსასრული. ტვერის პროზექტურიდან ახლა ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან, რომელმაც ვაგნერის ხელმძღვანელის დაღუპვა უნდა დაადასტუროს. ბორტზე მყოფი 10 ადამიანის ცხედარს დნმ-ის ანალიზი უნდა ჩაუტარდეს. თუმცა, მოსკოვი უკვე ადასტურებს, რომ ოფიციალური ჩანაწერებით ბორტზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა პროგოჟინი და მისი უახლოესი გარემოცვა იმყოფებოდნენ. აჯანყებიდან ზუსტად ორ თვეში  პრიგოჟინის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა. შემთხვევითობა პრაქტიკულად გამორიცხულია. დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს პუტინის შურისძიებაა.

რუსმა დიქტატორმა მის ყოფილ მზარეულს და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე  გავლენიანი სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელს ამბოხი არ აპატია. უკვე გაჩნდა პირველი ვერსიები და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პრიგოჟინის პირადი მფრინავია, რომელიც კამჩატკაშია გაქცეული. რა ვერსიაც არ უნდა დადოს მოსკოვმა  მთელი მსოფლიოს მედია დღეს ერთი სათაურით არის აჭრელებული - პუტინის შურისძიება. პრიგოჟინის მოშორებით კი პუტინის გარემოცვამ  ღია გზავნილი მიიღო. ვინც მის წინააღმდეგ წავა ვაგნერის ხელმძღვანელის ბედს გაიზიარებს.