"არა ურბანულ გენოციდს" - ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში
დედაქალაქი სატრანსპორტო და ურბანული კოლაფსის ზღვარზე - უკვე 3 საათია, ურბანული დაგეგმარების კომისიის სხდომა ხმაურითა და დაპირისპირებით მიმდინარებს. კომისიის ოთახში დღეს ტევა არ არის.
პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორი იმ პროექტების გაწვევას ითხოვენ, რომლის დამტკიცებასაც კახა კალაძე უმრავლესობას დაჩქარებული წესით აიძულებს.
სპეციალისტები "ქართულ ოცნებას" იმ საფრთხეებს ახსენებენ, რაც შესაძლოა ახალი ცათამბჯენების აშენებას მოჰყვეს. საფრთხეები კი რეალურია.
"არა ურბანულ გენოციდს," - ამ პლაკატებით მივიდნენ დღეს სამოქალაქო აქტივისტები კომისიის სხდომაზე.