უკრაინელებმა დამოუკიდებლობის დღე საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ფონზე აღნიშნეს
ანექსირებულ ყირიმში უკრაინის დროშა ფრიალებს, - ასე მიულოცეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკუთარ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე. კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც რუსული ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურეს. თუმცა, დამოუკიდებლობის დღე ქვეყანაში საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ფონზე აღნიშნეს.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 32 წლის შემდეგ უკრაინა ისევ ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის. საფრთხის მიუხედავად 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი კიევშია. ვინც ვერ ჩავიდა საჯაროდ მიმართა და უკრაინას გამარჯვება უსურვა. პომპეზური ღონისძიებები უკრაინის დედაქალაქში დღეს არ ყოფილა. კიევის მთავარ ქუჩაზე მხოლოდ უკრაინელების მიერ განადგურებული რუსული ტექნიკა გამოფინეს.