რას პასუხობენ მედვედევის მუქარას თბილისში
მედვედევის მუქარა და ოფიციალური თბილისის არაოფიციალური პასუხი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიმიტრი მედვედევის განცხადების დაგმობა საჯაროდ ვერ გაბედა და მხოლოდ მედიას დაუგზავნა სამინისტროს პოზიცია.
ოფიციალური განცხადება საგარეო უწყების ვებ გვერდზე ამ დრომდე არ იძებნება. რისი ეშინია ხელისუფლებას - ფაქტია, რომ რუსულ შანტაჟს თბილისი ისევ დუმილით ხვდება.
ოპოზიციისთვის კი "ქართული ოცნების" სიჩუმე მხოლოდ იმის დასტურია, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი საგარეო ფრონტზე ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.