"ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" - უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა პარლამენტისკენ

24.08.23 20:39
"ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" - უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა პარლამენტისკენ

 

"ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" - ამ გზავნილით საქართველოში მყოფი უკრაინელები ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ამ წუთებში მსვლელობა იმართება პარლამენტის შენობისკენ, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

ღონისძიების ორგანიზატორები სიმბოლურად ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

უკრაინელები არიან სიყვარულით სავსე ერი. თავს არავის ესხმიან, იცავენ თავს. უკრაინამ აიღო თავის თავზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და უკრაინის გამარჯვებით საქართველოც გაიმარჯვებს. იმიტომ, რომ გველეშაპს თავი რომ წაეჭრება იქ - კრემლში, მაშინ კუდიც მოეჭრება," - ამბობს აქციის მონაწილე.

თბილისის პარალელურად უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისსა და ბათუმშიც აღნიშნავენ.