უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

24.08.23 20:00
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია ქუთაისში - მოქალაქეები აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ.

ოპოზიციურმა სპექტრმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ქუთაისში მყოფმა უკრაინელებმა  ქალაქში ავტომობილებით მსვლელობა გამართეს.

მოგვიანებით კი, „თეთრ ხიდთან” აქცია-პერფორმანსი გაიმართა. შესრულდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები და სიმბოლურად უკრაინის ფერების კვამლი გაუშვეს.

„ვულოცავთ მეგობარ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ გამარჯვებას მტერთან ბრძოლაში. საქართველოს გადარჩენის ხაზი გადის უკრაინაზე”, - ამბობენ სოლიდარობის აქციის მონაწილეები.