ყველაზე დახურული საჯარო უწყებები - IDFI-ს კვლევა

01.06.21 15:54
ყველაზე დახურული საჯარო უწყებები - IDFI-ს კვლევა

საქართველოს მთავრობის ადმინიტრაცია და იუტიციის სამინიტრო ყველაზე დახურული უწყებების რიგებში მოხვდნენ. კვლევა  ორგანიზაცია IDFI-მ ჩაატარა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ორი უწყება დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას უმალავს.  

ორგანიზაციის ინფორმაციით  ასევე ირკვევა, რომ 2014 წლის შემდეგ ინფორმაციის გასაჯაროების ნაწილში საჯარო უწყებების ნიშნული გაუარესებულია. 

სამწუხაროდ აღინიშნა, რომ 2013 წლის შემდეგ გვაქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მართალია, არ არის კატასტროფული კლება, აქ საუბარია 3 %-იან კლებაზე წინა წელთან შედარებით, მაგრამ 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც ძალიან სამწუხაროა. გვაქვს საჯარო დაწესებულებები, რომლებმაც აჩვენეს დაბალი პროცენტი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის. ეს არის იუსტიციის სამინისტროს სისტემა 2020 წლის მონაცემებით და სამწუხაროა, რომ ამ სიას ინფორმაციის დაუხულობის ჩემპიონების შეუერთდა მთავრობის ადმინისტრაცია, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ ყველაზე მეტი უარი უწყებებისგან საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით მიიღო. მათ უარი თქვეს ინფორმაციის გაცემაზე. ფაქტი კორუფციის მკლევარებს კითხვის ნიშნებს უჩენს. ისინი ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა უწყებები საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას მალავენ.