"რთული ბედის ადამიანი იყო" - პუტინის პირველი კომენტარი პრიგოჟინზე

24.08.23 20:35
"რთული ბედის ადამიანი იყო" - პუტინის პირველი კომენტარი პრიგოჟინზე

პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ვლადიმერ პუტინი ეხმაურება. პირველი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა და "ვაგნერის" ლიდერების სავარაუდო სიკვდილის შემდეგ პუტინმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

რაც შეეხება, პრიგოჟინს, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის "ნიჭიერი ბიზნესმენი" იყო.

რაც შეეხება ამ ავიაკატასტროფას, უპირველეს ყოვლისა მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს… პრიგოჟინს ძალიან დიდ ხანს ვიცნობდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ეს რთული ბედის ადამიანი იყო, და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, საჭირო შედეგებს აღწევდა - საკუთარი თავისთვისაც და, როდესაც მე ვთხოვდი, საყოველთაო საქმისთვისაც, როგორც ბოლო თვეებში. ის ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი”,- განაცხადა პუტინმა.