"გამარჯვების კამპანია" მიხეილ სააკაშვილის სახელით - რას ამბობენ მოქალაქეები

24.08.23 20:48
"გამარჯვების კამპანია" მიხეილ სააკაშვილის სახელით - რას ამბობენ მოქალაქეები

 

 

 

"გამარჯვების კამპანია" მიხეილ სააკაშვილის სახელით - შეხვედრები მოსახლეობასთან ბათუმში დაწყებულია. მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე დღეს ბათუმელების მოსაზრებებს ისმენდა.

მოთხოვნა ერთია - სააკაშვილმა უნდა დატოვოს საპატიმრო და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს. ადგილობრივები იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში შეიქმნა.

მიშას დიდი მოკითხვა, ჯანმრთელობა და დაბრუნება საქართველოში პირველ პირად, რომ ეშველოს საქართველოს, სხვანაირად არაფერი გვეშველება. ქვეყანა არის დამხობილი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ჯანმრთელობას ვუსურვებ პირველ რიგში და გამოსვლას ციხიდან. ძვირია ყველაფერი - წამალი ძვირია, პენსია დაბალია,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

კამპანიის ფარგლებში, სოფო ჯაფარიძე საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას.

მიხეილ სააკაშვილის გზავნილი არის ერთი - ის, როგორც ყოველთვის სულ ხალხთან იყო, მუდამ ჩვენს საზოგადოებასთან იყო, მუდამ ისმენდა მათ პრობლემებს და ახლა უნდა მოისმინოს მათი პრობლემები და მათთან ერთად შექმნას გამარჯვების ფორმულა, გამარჯვების, რომელსაც ქვეყნის გარუსებისგან დახსნა ჰქვია, გამარჯვების, რომელსაც ქვეყნის დასავლურ რელსებზე დაყენება ჰქვია,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.