ურბანული გენოციდი - გახარიას გუნდი პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს
გიორგი გახარიას გუნდი გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
პარტია "საქართველოსთვის" წევრები ითხოვენ დადგინდეს, არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველი სამშენებლო პროექტებისთის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა.
მიუხედავად საჯარო ინტერესისა, არ მომხდარა სათანადო საჯარო განხილვები და დაინტერესებულ მხარეებს - ურბანისტებს, არქიტექტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, სეისმოლოგებს, გეოლოგებს, ტრანსპორტის სპეციალისტებს, არ მისცემიათ პროცესში ჩართის სათანადო საშუალება, წარმოადგენს პოლიტიკური კორუფციისა და "ოცნების" მიერ დაწყებული არჩევნების გაყალბების კომპლექსური გეგმის შემადგენელ ნაწილს.
მივმართავთ, საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია, "ოცნების" დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების, თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა". - განაცხადა გიორგი შარაშიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
აუნთებს თუ არა მწვანე შუქს "ქართული ოცნება" თბილისში მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას? - საკრებულოში გადამწყვეტი სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება. ლაგუნა ვერე, ჭავჭავაძის გამზირი, ნაძალადევი, დიღომი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც ცათამბჯენებს ააგებენ.
აღნიშნული მშენებლობა უკვე შეფასდა როგორც ურბანული გენოცოდი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი მშენებლობები დამღუპველია.
"ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს. ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.