ვერ გაძღა ივანიშვილი თბილისის დახრით - ნინო წულაძე

25.08.23 13:29
ვერ გაძღა ივანიშვილი თბილისის დახრით - ნინო წულაძე

ვერ გაძღა ივანიშვილი თბილისის დახრით - ამის შესახებ პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" წევრმა ნინო წულაძემ "პირველებთან" საუაბრში განაცხადა.

წულაძის თქმით, ის ურბანული პროექტები, რომელსაც საკრებულო დღეს, სავარაუდოდ, მწვანე შუქს აუნთებს, სწორედ ივანიშვილის თვითმიზანია, რათა თავის დეპუტატები და პარტიული ბიზნეს-სუბიექტები გაამდიდროს.

ვერ გაძღა ივანიშვილი თბილისის დახრით. მან დახრა თბილისი რაიონების მიხედვით. დღევანდელი სხდომა ამის ნათელი გამოვლინებაა. რაიონი არ დატოვა, სადაც ურბანულად მახინჯი პროექტები არ შემოიტანა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი პარტიული ბიზნეს-სუბიექტები, პარლამენტის ოჯახის წევრები  გაემდიდრებია". - ამბობს ნინო წულაძე.

აუნთებს თუ არა მწვანე შუქს "ქართული ოცნება" თბილისში მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას? - საკრებულოში გადამწყვეტი სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება.  ლაგუნა ვერე, ჭავჭავაძის გამზირი, ნაძალადევი, დიღომი  - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც ცათამბჯენებს ააგებენ.

აღნიშნული მშენებლობა უკვე შეფასდა როგორც ურბანული გენოცოდი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი მშენებლობები დამღუპველია.

"ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს. ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.