მსგავსი მასშტაბის მშენებლობა ურბანულ ჯოჯოხეთად აქცევს თბილისს - ნადირაძე
ენმ-ს წვრი ირაკლი ნადირაძის თქმით, შენებლობების პროექტი, რომელსაც დღეს, სავარაუდოდ, საკრებულოზე დაამტკიცებენ, ურბანულ ჯოჯოხეთად აქცევს თბილისს.
ნადირაძე ამბობს, რომ ამ პროექტების დამტკიცების შემთხვევაში, მხოლოდ ერთადერთი - დავის გზა არსებობს და ამ დავას აუცილებლად დაიწყებენ.
რომ არა პოლიტიკური კორუფცია, რომ არა ის ოდიოზური სახელები დაგვარები - ივანიშვილი, ჩხარტიშვილი, რუხაძე, ნამორაძე, ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან "ქართულ ოცნებასთან" და ამ მაფიოზურ კლანთან, თავშიც კი არავი არ მოუვიდოდა, რომ მსგავსი ტიპის მასშტაბის მშენებლობა გამოეტანათ და დაემტკიცებინათ თბილისელების ინტერესების საზიანოდ, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს თბილისელების ცხოვრებას და ურბანულ ჯოჯოხეთად აქცევს ამ ქალაქს. ამ საკითხს, რა თქმა უნდა გაიტანენ, ამ მშენებლობებს დაამტკიცებენ. რჩება ერთადერთი სამართლებრივი დავის გზა და ჩვენ ამ დავას აუცილებლად გავაგრძელებთ". - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
აუნთებს თუ არა მწვანე შუქს "ქართული ოცნება" თბილისში მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას? - საკრებულოში გადამწყვეტი სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება. ლაგუნა ვერე, ჭავჭავაძის გამზირი, ნაძალადევი, დიღომი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც ცათამბჯენებს ააგებენ.
აღნიშნული მშენებლობა უკვე შეფასდა როგორც ურბანული გენოცოდი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი მშენებლობები დამღუპველია.
"ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს. ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.