შეხვედრა დაანონსებული მუქარის შემდეგ - რა საუბარი შედგა მედვედევს, ბჟანიასა და გაგლოევს შორის მოსკოვში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიით დამუქრების შემდეგ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებს შეხვდა. რუსმა მაღალჩინოსანმა თვითგამოცხადებულ პრეზიდენტებს ე.წ. დამოუკიდებლობის დღის მოახლოება მიულოცა. საუბარია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ჩრდილეოთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 15 წლის თავზე.
შეხვედრაზე მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.
თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადეს ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმაც. ბჟანიას თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებამ, მათ სიმშვიდე მოუტანა.
ახლა ყველაფერი დასრულდა, საზღვარი გამაგრებულია, ახლა მოგვეცა რეალური საშუალება, რომ შრომით დავკავდეთ. ეს ყველაფერი კი რუსეთის დამსახურებაა, რისი მადლიერებიც ვართ. აფხაზეთის ერს ეს ყოველთვის ემახსოვრება, რადგან მშვიდობაზე უფრო ფასეული არაფერია, - აღნიშნა ბჟანიამ.
რუსეთისთვის მადლობები არც ალან გაგლოევმა დაიშურა.
რუსეთის ფედერაციის დამსახურებით სამართლიანობამ იზეიმა. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ერთობლივი საქმეები კვლავაც გაგრძელდება, ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან მოკავშირეობას. ჩვენს ისტორიაში, ჩვენი ერის მეხსიერებაში თქვენ ყოველთვის დარჩებით ადამიანად, რომელმაც მრავაწლიან ომს წერტილი დაუსვა და ჩვენი მოსახლეობის ტერორი შეაჩერა, რამაც ჩვენ შვილებს მშვიდობიანი მომავალი უზრუნველყო, - განაცხადა მან შეხვედრაზე.
გაგლოევმა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთთან ინტეგრირების პროცესებისთვის ყოველთვის მზადაა.
მინდა დაგარწმუნოთ, პატივცემული დიმიტრი ანატოლევიჩ, რომ ჩვენ რუსეთთან ინტეგრირების პროცესის გაგრძელებისთის დღესაც მზა ვართ, მათ შორის, მზად ვართ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლისთვისაც, - განაცხადა ჩრდილოთ ესეთის ე.წ. პრეზიდენტმა.
დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან მიერთება ისევ დგას დღის წესრიგში. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ულტიმატუმი ასეთია - დასავლეთთან ინტეგრაცია ანექსიის ფასი დაგიჯდებათ.