კელი დეგნანი პოლიტიკოსებს "პოლიტიკური მამაცობის" გამოჩენისკენ მოუწოდებს

25.08.23 14:19
კელი დეგნანი პოლიტიკოსებს "პოლიტიკური მამაცობის" გამოჩენისკენ მოუწოდებს

დაშორდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს - ამერიკის ელჩის თქმით, ეს გამოჩნდება შესრულებულ სამუშაოებში, რაც ქვეყანას ევროკავშირმა დააკისრა. ამას კი კელი დეგნანის შეფასებით, "პოლიტიკური სიმამაცე" სჭირდება.

ფოკუსი უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე, არის გზა გაწერილი, ნაბიჯები გადასადგმელი. თუ პოლიტიკის და მთავრობის შემქმნელები გაყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცესს მიყვებიან, ეს დაადასტურებდა იმ ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ გადავიდნენ სულ მცირე შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად, რეფორმები რთულია და ყველამ იცის ეს.

სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრისკენ. ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის,“ - ამბობს კელი დეგნანი.