პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ არაფერს - კელი დეგნანის პასუხი "ოცნების" კრიტიკას

25.08.23 14:21
პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ არაფერს - კელი დეგნანის პასუხი "ოცნების" კრიტიკას

„პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ არაფერს, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ, მიმაჩნია, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს,“ - ასე ეხმაურება ამერიკის ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან მის მადისკრედიტირებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელსაც ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი აქვს.

ამერიკის ელჩი ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს ის ყურადღებას არ აქცევს.

არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებენ ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან, ამას პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა, მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ისინი, რომ დააბნიონ ქართველები, გაყონ ან შეინარჩუნონ ეს დაყოფა და პოლარიზაცია, მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის. მედია იმედი მაქვს, გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციისა და ანგარიშის მიწოდებას, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის,“ - ამბობს კელი დეგნანი.