დაზარალებულები კომპანია "ნიკორას" სასამართლოში უჩივიან
კომპანია "ნიკორას" სასამართლოში უჩივიან - საქართველოში ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოუწევს ახსნას, რატომ ედო დახლებზე საკვებად უვარგისი ქათმის ფილე.
"პირველებმა" გაარკვია, რომ "ნიკორას" ნანიკო მახათაძე და მისი მეუღლე უჩივიან. მოქალაქეებმა პროდუქტი მაღაზიაში 15 აგვისტოს შეიძინეს. სალმონელათი მოწამვლა მათ კლინიკაში დაუდასტურდათ.
15 აგვისტოს შევიძინე "ნიკორაში" ქათმის სალათი, ორი ცალი კიევური კატლეტი და ერთი ნაჭერი ქათმის ხორცი მოხარშული. მიღებისთანავე, სადღაც 2-3 საათში დაიწყო ძლიერი ტკივილები - გულისრევა, ფაღარათი, არნახული, გაუსაძლისი ტკივილებით მივედი სახლში, დამხვდა მეუღლე ანალოგიური ტკივილებით. ერთი კვირის განმავლობაში ვიყავით მკურნალობის ქვეშ, ახლაც სახლშიც ვმკურნალობთ, დაგვიდასტურდა სალმონელა, რომელიც ამოვიდა ნიკორას კიევურ კატლეტში. დროულად რომ არ ყოფილიყო რეაგირება, დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით," - ამბობს ნანიკო მახათაძე.