ყველაზე დიდი ხანია ქვეყანას მართავთ და რაც ცუდი ხდება, თურმე სულ სხვების ბრალია - კობერიძე "ოცნებას"
ყველაზე დიდი ხანია ქვეყანას მართავთ და რაც ცუდი ხდება, თურმე სულ სხვების ბრალია - ასე მიამრთა საკრებულოს სხდომაზე "ოცნებას" ოპოზიციონერმა დეპუტატმა ცოტნე კობერიძე.
კობერიძე მოუწოდებს მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა აიღოს.
არავის არასდროს იმხელა პასუხისმგებლობა არ შეიძლებოდა ჰქონოდა, როგორიც დღეს თქვენ გაქვთ. ყველაზე დიდი ხანია მართავთ და საკუთარი თავის დაცინვა და უსუსურობაა, რომ, თურმე ყველაზე დიდი ხანია ქვეყანას მართავთ და რაც ცუდი ხდება, თურმე სულ სხვების და წინების ბრალია. ეს არის სრული აბსურდი. აიღეთ პასუხისმგებლობა კარგზეც და ცუდზეც". - ამბობს ცოტნე კობერიძე
საკრებულოში სხდომა ერთ სააათზე მეტია მიმდინარეობს.
აუნთებს თუ არა მწვანე შუქს "ქართული ოცნება" თბილისში მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას? - ეს საკრებულოში გადამწყვეტ სხდომაზე გადაწყდება. ლაგუნა ვერე, ჭავჭავაძის გამზირი, ნაძალადევი, დიღომი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც ცათამბჯენებს ააგებენ.
აღნიშნული მშენებლობა უკვე შეფასდა როგორც ურბანული გენოცოდი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი მშენებლობები დამღუპველია.
"ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს. ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.