"არა ურბანულ გენოციდს", "კუბოებს ნუ აშენებთ" - საკრებულოს სხდომაზე აქტივისტები არ შეუშვეს
საკრებულოს სხდომაზე, სადაც სადავო სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, მოქალაქეები არ შეუშვეს.
როგორც საკრებულოს სხდომაზე დასწრების მსურველები „პირველებთან“ ამბობენ, მათზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საშვები დაუშვეს, თუმცა, შენობაში მისულებს შესვლაზე უარი უთხრეს.
საკრებულოს შენობასთან მისულებს თან ჰქონდათ ასევე ბანერი წარწერით - "არა ურბანულ გენოციდს", "კუბოებს ნუ აშენებთ".
ანა გოგოლაძემ დაუშვა საშვები, საკრებულო არის ღია ორგანო და ვალდებულებაში უწერიათ, რომ მოქალაქეები ჩართულები უნდა ვიყოთ. 12 რეკომენდაციიდან წითლად შემოხაზული არის მოქალაქქეების ჩართულობაზე უარი და იგივე მეორდება, დაგვიყუენეს ადამიანი, რომელსაც აიძულებენ, რომ არ შეგვიშვას, ეს არის დემოკრატიის დასამარება,“ - ამბობს ნატა ფერაძე.
საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რატომ არ შეუშვეს აქტივისტები შენობაში. გიორგი ტყემალაძის თქმით, გუშინდელ ურბანული კომისიის სხდომაზე აქტივისტებმა უცენზურო განცხადებები გააკეთეს, ამიტომ ის "შოუს დადგმის" შესაძლებლობას არავის მისცემს.