აფხაზეთის დამოუკიდებლობის ალტერნატივა არ არსებობს - აფხაზი ვეტერანები

25.08.23 15:29
აფხაზეთის დამოუკიდებლობის ალტერნატივა არ არსებობს - აფხაზი ვეტერანები

აფხაზეთის ომის ვეტერანები და აფაზური საზოგადოების წევრები მედვედევის განცხადებას, აფხაზეთის რუსეთთან მიერთების შესახებ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, აფხაზეთისთვის სტატუსის შეცვლა შეურაცხმყოფელია და აფხაზი ხალხი ამას არ დაუშვებს. 

ასლან კობახია პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ალტერნატივა არ არსებობს და რუსეთთან მიერთებას აფხაზი ხალხი არ დაუშვებს. 

ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვინც რუსეთის ექსპრეზიდენტს და ვლადიმერ პუტინის მოადგილეს, უშიშროების საბჭოში, სწავლებას დაუწყებს. მას თავისი პოზიცია აქვს და მან ეს პოზიცია გამოხატა. მაგრამ ჩვენ, ჩვენი მოქმედებებით, ყოველდღიურად უნდა დავამტკიცოთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის დამოუკიდებლობის ალტერნატივა არ არსებობს! ნებისმიერი, ვინც ამ ხაზს გადაუხვევს, მე მხედველობაში მაქვს აფხაზეთის პოლიტიკური ლიდერები, აფხაზეთის საზოგადოების მხრიდან გარიყული იქნება.ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ უნდა გვესმოდეს. და ყველა ის, ვინც სოციალურ ქსელებში ბოდიალობს რეფერენდუმსა და ამისთანა რამეებზე , ხომ გესმით, ჩვენ გვაქვს კანონი, რომელშიც მკაცრად არის გაწერილი, და აფხაზეთის ყველა მოქალაქით, რომელიც ასე თავისუფლად მსჯელობს აფხაზეთზე, გენ პროკურატურა უკვე დიდი ხნის წინ უნდა დაინტერესებულიყო. კანონით კატეგორიულად დაუშვებელია არათუ რეფერენდუმის ჩატარება, მსჯელობაც კი ამთემებზე. რაც უფრო ხშირად ვისაუბრებთ ამ საკითხზე და პატივისცემით მოვეკიდებით ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მით მეტი პატივისცემით მოეპყრობიან  ჩვენი მეგობრები მას . მტრები კი არსად წავლენ, - ამბობს ასლან კობახია.

მედვედევის განცხადეა მიუღებელია კიდევ ერთი აფახზისთვის, ლაშა  ზუხბასთვის.  

ჩემთვის  ძალიან უსიამოვნო და გასაკვირი იყო დიმიტრი მედვედევის სიტყვების მოსმენა, კაცის, რომელმაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსში მყოფმა აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენულ და დამოუკიდებლად აღიარა, მისი სიტყვები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია  აფხაზეთის სტატუსის შეცვლა, ამა თუ იმ მიზეზების გამო, , პლებისციტით და ასე შემდეგ, თავისთავად, ასეთი პლებისციტი შეუძლებელია. ასეთი საკითხების რეფერენდუმზე გამოტანა ჩვენთან არ ხდება.ისინი კონსტიტუციით არის აკრძალული, - ამბობს ზუხბა. 

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან მიერთება ისევ დგას დღის წესრიგში. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ულტიმატუმი ასეთია - დასავლეთთან ინტეგრაცია ანექსიის ფასი დაგიჯდებათ.