თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე მყოფ ოპოზიციას პოლიტიკურად ანგაჟირებულები უწოდა

25.08.23 15:33
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე მყოფ ოპოზიციას პოლიტიკურად ანგაჟირებულები უწოდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე მყოფ ოპოზიციას პოლიტიკურად ანგაჟირებულები უწოდა. 

გიორგი ტყემალაძის თქმით, ამგვარი სიმჭიდროვის განაშენიანების რეგულირების გეგმა ადრეც დამტკიცებულა, თუმცა ამჟამად ოპოზიციის პროტესტი იქ ამოკითულმა გვარებმა გამოიწვია.

ჩვენი კოლეგები ნამდვილად გამოირჩევიან გვარების მიმართ ინტერესით და გუშინ კომისიაზეც არაერთი მაგალითი იქნა მოყვანილი, როცა ერთი და იგივე არეალში, უფრო მეტი სიმჭიდროვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაგვიმტკიცებია, მაგრამ ამას არ გამოუწვევია არანაირირი უკმაყოფილება და პროტესტი, იმიტომ რომ იქ არ იყო ამოკითხული მაგალითად, წილოსანის გვარი, მაგალითად რუხაძის გვარი. ეს ადამიანები, უმეტესწილად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები". - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოში სხდომა ერთ სააათზე მეტია მიმდინარეობს.

აუნთებს თუ არა მწვანე შუქს "ქართული ოცნება" თბილისში მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას? - ეს საკრებულოში გადამწყვეტ სხდომაზე გადაწყდება.  ლაგუნა ვერე, ჭავჭავაძის გამზირი, ნაძალადევი, დიღომი  - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც ცათამბჯენებს ააგებენ.

აღნიშნული მშენებლობა უკვე შეფასდა როგორც ურბანული გენოცოდი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი მშენებლობები დამღუპველია.

"ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენები სამშენებლო ნებართვებს ელოდებიან. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს. ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.