"რა პასუხისმგებლობას იღებთ, რომ შადრევანზე უფრო დიდი ტრაგედია არ დატრიალდება?" - დაპირისპირება საკრებულოში
რა პასუხისმგებლობას იღებთ, რომ შადრევანზე უფრო დიდი ტრაგედია არ დატრიალდება? როგორ შეგიძლიათ ეს ტვირთი ატაროთ - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა "ოცნებას".
ვაკის პარკის შადრევანიც ხომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, არ შექმნა ამ შადრევანმა ტრაგედია? და როგორ შეიძლება მეგობრებო, ვინმე ამ დარბაზში ვიღებდეთ პასუხისმგებლობას, რომ ლაგუნა ვერეზე, ეს უზარმაზარი მშენებლობა წარიმართება და ხვალ არა, ზეგ არა, მაგრამ რა იცით, რომ პირობითად 5 წლის შემდეგ არ დატრიალდება შადრევანზე დიდი ტრაგედია და იცით რომ მოცულობით ის ბევრად დიდი ტრაგედია იქნება და ამ პასუხისმგებლობას იღებთ? როგორ შეგიძლიათ ეს ტვირთი ატაროთ ხალხო ? - განაცხადა კვიტაიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის ამ ნათქვამმა საკრებულოს დეპუტატი გაანაწყენა.
თქვენ რომ მოგისმინოთ ადამიანმა რაღაცა აპოკალიფსს ხსნით, რას იმუქრებით?რა პასუხისმგებლობაზე საუბრობთ?" - უპასუხა ტყემალაძემ.
კვიტაიშვილმა კი საკრებულოს თავმჯდომარეს ცენზორი უწოდა და ურჩია ქცევის კორექციისთვის მიეხედა.
"ნუ იქნებით ჩემი ცენზორი, დღეს რაღაც ძალიან მიდრეკილი ხართ. ქცევის კორექციას მიხედეთ ბატონო გიორგი, რა ქცევაა ეს"- უთხრა კვიტაიშვილმა