იმედი მაქვს, რომ ეს შენობაც ისეთივე ღირსშესანიშნაობა იქნება, როგორიც "აქსის თაუერსია" - სოხაძე ნოშრევან ნამორაძის პროექტზე

25.08.23 16:04
იმედი მაქვს, რომ ეს შენობაც ისეთივე ღირსშესანიშნაობა იქნება, როგორიც "აქსის თაუერსია" - სოხაძე ნოშრევან ნამორაძის პროექტზე

თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას "ართული ოცნების" დეპუტატები მხარს უჭერენ. საკრებულოს სხდომაზე, სადაც სადავო სამშენებლო პროექტებზე მსჯელობენ, რევაზ სოხაძემ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირის, ნოშრევან ნამორაძის პროექტზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს თბილისის იერსახეს არ დაამახინჯებს. 

გეერგეზე კი არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ, რომ ნოშიკო ნამორაძე ცათამბჯენს აშენებს - მე, მაგალითად, მივეკუთვნები ამ ქალაქის იმ მოქალაქეების რიცხვს, ვისაც ჭავჭავაძის გამზირზე, მეცხრე საავადმყოფოს ზევით ძლიან მომწონს მაღლივი განაშენიანება და იქ ჩამოყალიბებული რაც არის „აქსის თაუერსი“, ამიტომ მიმაჩნია, რომ მუნიციპალიტეტი ასე თვლის, რომ ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს, სადაც საზოგადოებრივი სივრცეა, ეს ტერიტორია მაღლივ განაშენიანებას აიტანს და იმედი მაქვს, რომ ეს შენობაც ისეთივე ღირსშესანიშნაობა იქნება, როგორც დღეს აქსის თაუერსია.
გუშინაც მოვიყვანე მაგალითი, რომ ერთი თუ ორი თვის წინ დავამტკიცეთ გეერგე, უფრო მაღალი ინტენსივობით და არავის გითქვამთ, რომ ეს არის ურბანული გენოციდი და არ აგიტეხიათ ამბავი, იმიტომ, რომ იმის უკან ვერ იპოვეთ ნაცნობი სახელი და გვარი, შეიძლება ენმ-ს მხარდამჭერია, შეიძლება „ქართული ოცნების“, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს - დავამტკიცეთ, კონკრეტული განაშენიანების გეგმა იმიტომ, რომ ჩავთვალეთ, ასეა საჭირო,“ - ამბობს რევაზ სოხაძე.

ნამორაძის პროექტის მიხედვით, ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.