"კალაძე "მაფიოზების" პრობლემებს აგვარებს და არა ხალხის" - ნადირაძემ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
"ნაციონალურის მ,ოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ ხმაურიანი გამოსვლის შემდეგ, საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მან სხდომაზე ივანიშვილის, წილოსანის, კალაძის, ჩხარტიშვილის, რუხაძის და სხვათა ფოტოები წარუდგინა დარბაზში მყოფებს და აღნიშნა, რომ კალაძე ხალხის პრობლემების გადაწყვეტილს ნაცვლად, ამ ადამიანებსი პრობლემებს აგვარებს.
როდესაც კახა კალაძე აგვარებს ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის პრობლემას, როცა კალაძე თქვენი პრობლემების მოგვარების ნაცვლად აგვარებს მთავარი პროპაგანდისტის რუხაძის პრობლემას, რომ ამ ქალაქში მავნებლური მშენებლობიოს ხარჯზე დამატებით მილიონები იშოვოს, აგვარებს გოჩა ენუქიძის პრობლემებს, აგვარებს, მისი მეგობრის ჩხარტიშვილის საკითხებს იმისთის, რომ იაფი წამლების ქარხნის ნაცვლად ააშენოს ახალი კორპუსები და მილიონები იშვოს. კალაძე აგვარებს ღარიბაშვილის ნათლიმირონის პრობლემებს, იმ ღარიბაშვილის საკუთარ ოჯახის წევრს ტყე რომ აჩუქა. კალაძე აგვარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის პრობლემებს. ამიტომ თუ კითხვებნი გიჩნდებათ, სად ხართ ხალხი. ამდენი მაფიოზი ჩამოვთვალე და სად არის აქ ხალხის პრობლემები."- განაცხადა მდინარაძემ