"მანიპულირებენ", "პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ" - გიორგი ტყემალაძე ოპოზიციაზე

25.08.23 16:42
"მანიპულირებენ", "პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ" - გიორგი ტყემალაძე ოპოზიციაზე

"თითოეული პროექტი არის ქალაქისთვის სრულ შესაბამისობაში და დარწმუნებული ვარ, ამას მოსახლეობა სწორად მიიღებს და ვერ შეიყვანენ შეცდომაში ის ადამიანები, რომლებიც ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ," - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გააკეთა.

ტყემალაძემ საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიცია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

დღევანდელი გადაწყვეტილებები შეესაბამება სრულად იმ რეგულაციებს და გენგეგმის კონცეფციას, რომელიც დღეს მოქმედებს და დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეული ეს პროექტი იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ქალაქისთვის.

თითოეული პროექტი არის ქალაქისთვის სრულ შესაბამისობაში და დარწმუნებული ვარ, ამას მოსახლეობა სწორად მიიღებს და ვერ შეიყვანენ შეცდომაში ის ადამიანები, რომლებიც ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.

ისინი დღეს მანიპულირებენ იმით, რომ გარკვეულ სახელი და გვარები დგანან ამ პროექტების იქით. მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი ანალოგიური პროექტებისა, რომელიც მათი მხრიდან არ ყოფილა გაპროტესტებული გამომდინარე იქიდან, რომ მესაკუთრის გვარი ვერ აღმოაჩინეს ნაცნობი და არ მოხდა ინტერესი მათი პოლიტიკური დივიდენდების.

ეს ცალსახა დასტურია იმისა, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, არიან ქალაქის განვითარების წინააღმდეგები და ამას ჩვენი პასუხისმგებლობით არ დავუშვებთ და იმგვარ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რაც სასარგებლო იქნება თბილისელებისთვის,“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე.