ელჩმა რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს - ვოლსკი დეგნანზე

25.08.23 16:44
ელჩმა რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს - ვოლსკი დეგნანზე

 "ოცნების" წევრის, გია ვოლსკის თქმით, აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ ელჩმა საქართველოს „რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს.

ვოლსკის განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებს არ უხდება მთელი რიგი განცხადებები, რომელიც აშშ- ის საელჩოდან და ელჩისგან მოდიოდა.

თუკი კელი დეგნანი მოსაზრებას, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს პროცესი, როცა საზოგადოება დაუპირისპირდება მთავრობას, ან ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები არის გაყალბების წინაპირობა, ამის საპირისპირო აზრი შეიძლება ვინმეს გააჩნდეს, მათ შორის ირაკლი ზარქუას, რა ფორმით გამოხატავს ამას ეს ერთი საკითხია, მაგრამ შეხედულებათა დაპირისპირებაზე დასკვნები უნდა გამოიტანოს საზოგადოებამ და ეს გამოჩნდება არჩევნებზე, ვინ როგორ ფიქრობს და ვინ რა ძირის გამოთხრას აპირებს თუ არ აპირებს

ორმხრივ ურთიერთობებს არ უხდება მთელი რიგი განცხადებები, რომელიც აშშ- ის საელჩოდან და ელჩისგან მოდიოდა. ორმხრივი ურთიერთობები მრავალ ათეულ წელს ითვლის და საკმაოდ დინამიკურად ვითარდებოდა. ბოლო სამხედრო სწავლებებმაც გვიჩვენა, რომ ამერიკა-საქართველოს მეგობრობა პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არის ურყევი. მე არ ვიჩემებ არავის გმირობას, მაგრამ საქართველომ არაერთი შვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაკარგა იმისათვის, რომ ამერიკელებთან ერთად მხარდამხარ დაპირდაპირებოდა საერთაშორისო ტერორიზმს და ორგანიზებულ დანაშაულს, ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის აშშ-მაც, რომ საიმედო დასაყრდენია საქართველო მისთვის და ამ საიმედო დასაყრდენის რყევის გამომწვევი განცხადებები არ უნდა აკეთოს ელჩმა, რაც არაერთხელ გავიგონეთ ელჩი კელი დეგნანისგან. თუმცა, ეს არ არის წარმოუდგენელი ანომალიური მოვლენა ამერიკული დემოკრატიისთვის, თუნდაც, ასეთი სიტყვიერი პოლემიკა, ხანდახან მწვავეც არ წარმოადგენს იმის გამოხატულებას, თუ საით მიდის საქართველოს საგარეო კურსი ამ ხელისუფლების პირობებში”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, კელი დეგნანს პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების თაობაზე ჰკითხეს, რაზეც ელჩის პასუხია, რომ პირადად არაფერს იღებს და მიიჩნევს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენენ. მისივე თქმით, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.