სოფელ ფოლადაანთკარში მთვრალმა პოლიციელებმა ადგილობრივები სცემეს

25.08.23 17:00
სოფელ ფოლადაანთკარში მთვრალმა პოლიციელებმა ადგილობრივები სცემეს

ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიციელების მხრიდან - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში პოლიციელებმა ადგილობრივებს სცემეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები "პირველებთან" ყვებიან, სამართალდამცავები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და დაპირისპირებაც ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ფოლადაანთკარში მცხოვრებლების თქმით, დაახლოებით 15-მდე პოლიციელი ფიზიკურად უსწორდებოდა მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებსაც და ქალებსაც.

ურტყამდნენ ყველას, ქალიც არის ნაცემი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.