ამერიკის ელჩის კრიტიკა ანომალია არ არის - ვოლსკი
"ამერიკის ელჩის კრიტიკა ანომალია არ არის - კრიტიკასა და განხვავებულ აზრზეა აწყობილი ამერიკული დემოკრატია"- ასე პასუხობს მმართველი პარტია კელი დეგნანს.
"ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა. რაც ირაკლი ზარქუამ კელი დეგანს არ შემდგარი დიპლომატი ეძახა, ახლა უკვე ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ელჩის მწვავე განცხადებები ამერიკული დემოკრატიის სტანდარტში ჯდება და მას აღარ ლანძღავენ.
არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი პოლიტიკური დებატები, თუნდაც, საპირისპირო აზრების ჭიდილი. აშშ-ის ქვეყანაა, სადაც მე 10 წელი გავატარე ოფიციალურ პოსტზე მუშაობის პერიოდში და ასეთი დაპირისპირებები შიგნითაც არსებობს, ამერიკისა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ მწვავე გადაძახილებია, მინახავს ეს მათ შორის მაღალი ტრიბუნებიდან გაერო-ში იქნება ეს თუ ვაშინგტონში, ასეთი პოლემიკა ნორმალური დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ეს არ უნდა მივიჩნიოთ ამერიკისთვის წარმოუდგენელ ანომალიად, ეს არ ნიშნავს დასავლური მიმართულებიდან გადახვევას, რამდენადაც სახელმწიფომ თავის სტრატეგია ჩამოაყალიბა და ოპტიმალური ვარიანტი შეარჩია იმისათვის, რათა გადარჩეს ფიზიკურად და თავის ხალხი სამშვიდობოს გაიყვანოს. თუკი რაიმე საწინააღმდეგო მოსაზრება გაგვაჩნია თუნდაც, ამერიკის ელჩის მოსაზრებისგან, რომელსაც მიაჩნია, რომ მაგალითად, ელექტრონული არჩევნები შეიძლება გაყალბდეს, ან მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ და რევოლუციურ პროცესში ჩაერთონ, ამას თუ რამით უპასუხებ, ეს ნორმალურია ამერიკელებისთვის, ყოველ შემთხვევაში და ვიღაცისთვის შეიძლება ნორმალური არ იყოს. მთავარია, მართალი იყო და შენს ქვეყანას ემსახურებოდე, რომ ამ პერიოდში მისი სამშვიდობოს გაყვანა უზრუნველყო. არ ვიცი, რა იგულისხმა კელი დეგნანმა, ეს პირველი განცხადება არ არის, თუნდაც კელი დეგნანისგან, ეს არ უნდა მივიჩნიოთ ანომალიურად, როცა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ეს ამერიკელისთვის გასაკვირი არ არის. ასეთი დემოკრატიით ვითარდებოდა და მომავალშიც ამაზე იქნება აგებული აშშ-ის დემოკრატია.". - განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, კელი დეგნანს პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების თაობაზე ჰკითხეს, რაზეც ელჩის პასუხია, რომ პირადად არაფერს იღებს და მიიჩნევს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენენ. მისივე თქმით, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.