როცა შენ ФСБ-ში დაწერილი მესიჯებით საუბრობ, შენ ატარებ რუსულ ინტერესებს - გიორგი ვაშაძე

25.08.23 17:09
როცა შენ ФСБ-ში დაწერილი მესიჯებით საუბრობ, შენ ატარებ რუსულ ინტერესებს - გიორგი ვაშაძე

"როცა შენ ФСБ-ში დაწერილი მესიჯებით საუბრობ, შენ ატარებ რუსულ ინტერესებს," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერები პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ.

დღეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია აშშ და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც კი მოვიცილებთ რუსულ-ქართულ ოცნებას, მყისიერად მივცემთ იმ დიდ პერსპექტივას, რომელიც ასე უნდა საქართველოს მოსახლეობას.
ერთიერთში იმეორებს არაერთხელ კობახიძე, ღარიბაშვილი, კალაძე - მასაც აქვს ნათქვამი, რომ ეს არის ФСБ-ში დაწერილი, როცა შენ ФСБ-ში დაწერილი მესიჯებით საუბრობ, შენ ატარებ რუსულ ინტერესებს,“ - ამბობს ვაშაძე.