თბილისში დაგეგმილ ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით ენმ სამართლებრივი დავას იწყებს
თბილისში დაგეგმილ ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ამბობენ, რომ სასამართლოს მიმართავენ.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არ არსებობს ექსპერტი, რომელიც გაამართლებდა აღნიშნულ მშენებლობებს, ეს ადამიანები დღეს დარჩნენ ბოლომდე კონკრეტულად 5-6 მილიარდერის ადვოკატებად. ამიტომ, ჩვენს იქ ყოფნას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადვოკატებს ელაპარაკებიან სასამართლოში და ჩვენ მოგვიწევს, აღნიშნულ საქმეებზე დავები გავაგრძელოთ სასამართლოში და ადვოკატებს იქ ვესაუბროთ, იმიტომ, რომ თბილისელების წარმომადგენლები იქ არ დაგვხვდნენ,“- ამბობს გოგა ონიანი.
ქართული ოცნება აპირებს, რომ პარტიული დავალება შეასრულოს და არა თბილისის ინტერესების სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, მათ პარტიული დავალება აქვთ შესასრულებელი და დღეს უპირობოდ აპირებენ ამ პროექტებისთვის მწვანე შუქის ანთებას და ამ მოჩვენებით პროექტში მონაწილეობა იყო შეუძლებელი,“ - ამბობს ანა გოგოლაძე.