"ჩვენი ამოცანაა გადავრჩეთ" - "ოცნების" პირველი შეფასება მედვედევ-ბჟანია-გაგლოევის შეხვედრაზე

25.08.23 17:24
"ჩვენი ამოცანაა გადავრჩეთ" - "ოცნების" პირველი შეფასება მედვედევ-ბჟანია-გაგლოევის შეხვედრაზე

"ჩვენი ამოცანაა გადავრჩეთ" - ასეთია "ოცნების" პირველი შეფასება მედვედევ-ბჟანია-გაგლოევის შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვში შედგა. 

ღარიბაშვილის მთავრობა აღიარებს, რომ რუსული საფრთხე რეალურია.

მედვედევის ეს განცხადება არის მუქარა. მუქარა არის იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული განვითარების შემთხვევაში, მათ გააჩნიათ ეს რესურსი, რომ იმოქმედონ სამართლებრივი გზით, ეს რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. 

ძალისმიერი მოქმედებები რუსეთისათვის არის უცხო. ჩვენ გვაინტერესებს, გადავრჩეთ, შევინარჩუნოთ სტაბილურობა. რასაკვირველია, ამ მუქარის ქვეშ ვცხოვრობთ. რომ არ გაეკეთებინა განცხადებები მედვედევს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური დაპირისპირების პირობებში, რუსეთი იმოქმედებს ისე, როგორც მის ინტერესებს შეესაბამება". - ამბობს ვოლსკი. 

აფხაზეთის და ცხინვალის დეფაქტო ლიდერები რუსეთში დაიბარეს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ კრემლი საქართველოს ტერიტორიების მიერთების ოპერაციას იწყებს. მთავარი მომლაპარაკებელი დიმიტრი მედვედევი იყო. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ კონსულტაციები ბჟანიასთან და გაგლოევთან მოსკოვის სიახლოვეს გამართა. წინასწარი განწყობები უკვე ცნობილია. ცხინვალს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა, სოხუმს არა. ბჟანია გაერთიანებაზე საუბარსაც კი ვერ ბედავს.