დაგეგმილი სცენარია, რომელშიც მონაწილეობს ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფება - ვაშაძე

25.08.23 17:28
დაგეგმილი სცენარია, რომელშიც მონაწილეობს ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფება - ვაშაძე

რას ნიშნავს მედვედევის შეხვედრა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებთან - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი თვლის, რომ ეს შეხვედრაც კრემლში დაწერილი სცენარის ნაწილია.

ვაშაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ახლა შეეცდება საზოგადოებაში ილუზიის შექმნას, თითქოს სამშვიდობო პოლიტიკით რუსეთს ანექსიის გეგმა გადააფიქრებინა.

ეს არის დაგეგმილი სცენარი, რომელშიც მონაწილეობს ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფება, რომ რაღაც ილუზიები დაგვიხატონ მომავალში, რომ გეგონება, რუსეთთან რაღაც ურთიერთობებს ალაგებენ, მათი ურთიერთობის გამო ცხინვალს არ მიიერთებს რუსეთი. რას უნდა აკეთებდნენ? მთელ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა მუშაობდნენ, როცა შენც რუსულ ინტერესებს ატარებ, როგორც იქ ჩასული ადამიანები, რაზე უნდა ილაპარაკო,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

აფხაზეთის და ცხინვალის დეფაქტო ლიდერები რუსეთში დაიბარეს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ კრემლი საქართველოს ტერიტორიების მიერთების ოპერაციას იწყებს. მთავარი მომლაპარაკებელი დიმიტრი მედვედევი იყო. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ კონსულტაციები ბჟანიასთან და გაგლოევთან მოსკოვის სიახლოვეს გამართა. წინასწარი განწყობები უკვე ცნობილია. ცხინვალს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა, სოხუმს არა. ბჟანია გაერთიანებაზე საუბარსაც კი ვერ ბედავს.