პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სოხუმში აუცილებლად ავაშენებთ აეროპორტს - ხაბეიშვილი

25.08.23 17:37
პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სოხუმში აუცილებლად ავაშენებთ აეროპორტს - ხაბეიშვილი

"არანაირი პერსპექტივა მათ ამ მიმართულებით არ აქვთ," - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მედვედევ-ბჟანია-გაგლოევის შეხვედრას.

ხაბეიშვილის თქმით, ამ მოლაპარაკებებს პერსპექტივა არ აქვს.

პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სოხუმში აუცილებლად ავაშენებთ აეროპორტს, ყველაზე დიდ აეროპორტს. რაც შეეხება მედვედევს, პუტინს და იმ ხალხს, რომელიც უკვე ევროპული ისტორიის წარსული იქნება უახლოეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პერსპექტივა მათ ამ მიმართულებით არ აქვთ,“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

აფხაზეთის და ცხინვალის დეფაქტო ლიდერები რუსეთში დაიბარეს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ კრემლი საქართველოს ტერიტორიების მიერთების ოპერაციას იწყებს. მთავარი მომლაპარაკებელი დიმიტრი მედვედევი იყო. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ კონსულტაციები ბჟანიასთან და გაგლოევთან მოსკოვის სიახლოვეს გამართა. წინასწარი განწყობები უკვე ცნობილია. ცხინვალს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა, სოხუმს არა. ბჟანია გაერთიანებაზე საუბარსაც კი ვერ ბედავს.