რატომ მავალდებულებ GTA-ს მოთამაშე მინისტრებს ვენდო და ჩემი ფული მათ მივცე - ონიანი საპენსიო რეფორმაზე
"რატომ მავალდებულებ GTA-ს მოთამაშე მინისტრებს ვენდო და ჩემი ფული მათ მივცე," - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ონიანი საპენსიო რეფორმას.
ონიანის თქმით, არჩევანი, სად დააბანდებს მოქალაქე თანხას და ვის მიანდობს საპენსიო კაპიტალს, უნდა იყოს თავისუფალი.
თავხედი და უცოდინარი ადამიანები - ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა გვეუბნებიან, რომ ვიცით, თქვენი ფული სად წავიღოთ, ამ დროს ვიცით, რომ არ იციან. მარტივ მაგალითს გეტყვით, შს მინისტრმა GTA ითამაშა კომპიუტერში და მოეწონა ეს ფორდები, რომელიც ამერიკის დიდ მილებზე იყო გათვლილი, 50 ლიტრს წვავდა, თბილისში დადიოდა, დაახლოებით, 6 თვე, ამის მერე გინახავთ ეს ავტომობილი? უდიდესი ფული ჩაისხა და ეს ავტომობილები აღარ არსებობს. ერთ დღეს შეიძლება ჩვენი დანაზოგი, ასე, GTA ითამაშონ, რაღაც ნახონ და მაგალითად, ქარის წისქვილები იყიდონ და მოხდეს, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი ფული აღარ არსებობს. თუ ასეთი რეფორმა უნდა განხორციელდეს, უნდა იყოს არჩევანის უფლება. მე იქნებ კერძო ბიზნესმენს უფრო ვენდობი და ვიცი, რომ ღარიბაშვილი უფრო დამიკარგავს, რატომ მავალდებულებ GTA-ს მოთამაშე მინისტრებს ვენდო და ჩემი ფული მათ მივცე, ეს არის პრობლემა, რომელიც 2024 წლამდე არ გადაწყდება,“ - ამბობს გოგა ონიანი.