ხმაური და დაპირისპირება სამგორში - სოციალურად დაუცველებს შენობიდან ასახლებენ
ამ წუთებში ხმაურია სამგორში თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სოციალურად დაუცველებს შენობიდან ასახლებენ. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს ნებაყოფლობით დატოვონ შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმს გამოიძახებენ და ძალით გამოყენებით დაატოვებინებენ სახლებს.
ქალები, მოხუცები, ბავშვები - სულ 25 ოჯახს უპირებენ გამოსახლებას. მოსახლეობამ არ იცის, სად უნდა წავიდეს და უარს ამბობს შენობის დაცლაზე. მათ ეუბნებიან, რომ შენობა გასხვისებულია, თუმცა მოსახლეობის თქმით, ოფიციალური დოკუმენტებით ეს ობიექტი სახელმწიფოს ბალანსზეა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.