განაჩენი „ოცნებას“ - კელი დეგნანის ბოლო გზავნილები ელჩის რანგში
„2020 წლის არჩევნებისთვის სამართლიანი არავის უწოდებია“ - კელი დეგნანი ბოლო შეხვედრა ელჩის რანგში და ბოლო გზავნილები „ოცნებას“. დეგნანმა დღეს დეტალურად უსაბრა, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა და რა უნდა გააკეთოს, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და დასავლური კურსი შეინარჩუნოს. დიპლომატს ბიძინა ივანიშვილი სახელობით არ უხსენებია, თუმცა „პირველების“ მიერ დასმულ კითხვაზე დაუფარავად თქვა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც გამორიცხავს გარეშე პირების გაუმართლებელ გავლენებს მთავრობაზე. ასეთი გარეშე პირი კი საქართველოში მხოლოდ ერთია.
ელჩმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს. ამერიკელმა დიპლომატმა ქართველების სწრაფვას დასავლეთისკენ ხაზი არაერთხელ გაუსვა, თუმცა მთავრობა არ უხსენებია.
ელჩი მიიჩნევს, რომ ელექტრონული არჩევნები არ არის ხმების დაცვის 100 პროცენტიანი გარანტი. თვლის, რომ ქვეყანა უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინაშე დგას. გზავნილებში კი იკითხება, რომ კიდევ ერთ იმედგაცრუებას დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ არ აპატიებს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.