ურბანული გენოციდის პროექტი დამტკიცებულია - „ოცნებამ“ თბილისს განაჩენი გამოუტანა

25.08.23 20:13
 ურბანული გენოციდის პროექტი დამტკიცებულია - „ოცნებამ“ თბილისს განაჩენი გამოუტანა

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისს განაჩენი გამოუტანა. „ქალაქს კლავენ“ - ეს განცხადებები ისმოდა დღეს თბილისის საკრებულოში, სადაც ოპოზიციის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად.  უმრავლეოსობამ ყველა ის პროექტი დაამტკიცა, რომლითაც ხელიუსფლების ფავორტი ბიზნესმენები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, თბილისი კი მათი მშენებლობების მსხვერპლი გახდება. არცერთი არგუმენტი „ოცნებისთვის“ მისაღები არ არის. დღეს უმრავლეობას კალაძის  დავალება ქონდა  შესასრულებელი.  

არგუმენტებმა რომ ვერ გაჭრა, დეპუტატებმა ერთმანეთს „ვაზელინი“ ეძახეს.  იყო ხმაღალი დაპირისპირება და ჩხუბი, ოპოზიციამ ცერცვიც შეაყარა ოპონენტებს. ბოლოს კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა „ოცნების“ ყრუ კედელი ვერ გაარღვიეს. ურბანულ გენოციდად გამოცხადებული  კვირა  დასრულებულია -  ყველა ის პროექტი, რომელიც თბილისის კოლაფსით ემუქრება, დამტკიცებულია.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.