ერთი ნაბიჯი ოკუპაციიდან ანექსიამდე - კრემლი მოქმედებაზე გადავიდა

25.08.23 21:04
ერთი ნაბიჯი ოკუპაციიდან ანექსიამდე - კრემლი მოქმედებაზე გადავიდა

 

 

ოკუპაციიდან ანექსიამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. კრემლი განცხადებებიდან მოქმედებაზე გადავიდა. დღეს მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის პირველი პირები დაიბარეს. მედვედევი, რომელმაც ორი დღის წინ ამ რეგიონების რუსეთთან მიერთება დაანონსა, დღეს უკვე სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებს აცნობდა მოსკოვის გეგმას. 

ცხინვალისგან განსხვავებით აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ხმამაღალ განცხადებებს მოერიდა. სოხუმში დიდი ვნებათღელვაა და რუსეთთან მიერთებას იქ აფხაზების საბოლოოდ განადგურებად აფასებენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.